აღნიშნული კანონპროექტი კობახიძეს გადაახიეს ხუჭუჭა თავზე - ნათელაშვილი

24.03.21 15:41
აღნიშნული კანონპროექტი კობახიძეს გადაახიეს ხუჭუჭა თავზე - ნათელაშვილი

აღნიშნული კანონპროექტი კობახიძეს გადაახიეს ხუჭუჭა თავზე, - ამის შესახებ  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ვენეციის კომისიის მწვავე დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, დაფინანსება შეუჩერდებათ. 

ვენეციის კომისია მეტს ვერაფერს დაწერდა, იმ კანონპროექტზე, რომელიც გამოქვაბულის ეპოქას მიეკუთვნება და რაც ივანიშვილის ტვინის ნაჟურია პირადი დიქტატურის განსამტკიცებლად. პირდაპირ რომ ვთქვათ, აღნიშნული კანონპროექტი კობახიძეს გადაახიეს ხუჭუჭა თავზე, - განაცხადა ნათელაშვილმა.
 

 „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ დაიწუნა.  კომისიამ აღნიშნული კანონპროექტი და სანქციები  არაპროპორციულად მიიჩნია.

მსგავსი სიახლეები