მუსელიანცის დედობილი: მოსამართლემ ძალიან ცუდი გააკეთა არა არჩილისთვის, არამედ მისი შვილებისთვის

22.08.25 15:20
მუსელიანცის დედობილი: მოსამართლემ ძალიან ცუდი გააკეთა არა არჩილისთვის, არამედ მისი შვილებისთვის

"მოსამართლემ ძალიან ცუდი გააკეთა არჩილისთვის არა, მისი შვილებისთვის" - ამის შესახებ არჩილ მუსელიანცის დედობილმა, ცარო ოშაყმაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 

ცარო ოშაყმაშვილის თქმით, არჩილს მისჯილი 4 წლის საპატიმროში გატარება არ მოუწევს, რადგან "ესენი მალე დამარცხდებიან". 

მივმართავ მის მოსამართლეს, რომ ძალიან ცუდი გააკეთა არჩილისთვის არა, მისი შვილებისთვის. არჩილისთვის ეს 4 წელი ჯერ ერთი არ იქნება იმიტომ, რომ ესენი მალე დამარცხდებიან და აი მის შვილებს სად გამოეყოფათ თავი, რომ ვერ გავლენ გარეთ ქუჩაში, ნორმალურად ვერავისთან ვერ იურთიერთობენ," - განაცხადა ცარო ოშაყმაშვილმა. 

დღეს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა. სასამართლომ 29 წლის მუსელიანცს პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

მსგავსი სიახლეები