თუ მე მსურს გავაჯანსაღო ინსტიტუტები, რომლებიც ძალადობენ, არ შეიძლება მათ ძალადობით ვუპასუხო, მე უნდა ვიყო მაგალითი. ამაზე დგას წინააღმდეგობა - ზვიად ცეცხლაძე
თუ მე მსურს გავაჯანსაღო სახელმწიფო და ინსტიტუტები, რომლებიც ძალადობენ, არ შეიძლება მე მათ ძალადობით ვუპასუხო, მე უნდა ვიყო მაგალითი. ამაზე დგას წინააღმდეგობა - ამ სიტყვებით მიმართა, სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ სასამართლოს.
ცეცხლაძემ, რომლეიც პროევროპულ აქციაზე დააკავეს, პროცესზე საბოლოო სიტყვა თქვა და მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს უხსნიდა, რომ მისი ერთადერთი მოტოვი არის ის, რომ რაიმე დადებითი შესძინოს ქვეყანას.
სინდისის პატიმარმა გაიხსენა, როგორ მოხვდა აქციაზე საპოლიციო ალყაში ჩვენ და როგორ სასტიკესად გაუსოწრდნენ -"სათვალე გადამალეწეს, ფეხსაცმელების გარეშე მომიწია ასვლა უნივერსიტეტამდე ისე გვცემეს".
თუმცა ამ ძლაადობის მიუხედავად, ცეცხლაძე ამბობს, რომ "აქციაზე რომ არ გავსულიყავი, სირცხვილის გრძნობა მოკლავდა".
მე მაქვს მორალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - განაცხადა სინდისის პატიმარმა.
ჩემი ზვიად ცეცხლაძის ერთადერთი მოტივი არის, რომ რაიმე დადებითი შევძინო ამ ქვეყანას და შევძინო პიროვნულად მე... ერთადერთი იდეა, რაც მამოძრავებდა იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმა, რის შესახებაც იურისპრუდენციის საწყისებში შევიტყვე, ნაშრომებში წავიკითხე, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოება ხელისუფლებას და კანონებს, სამოქალაქო დაუმორჩილებობა არ არის ანარქია, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტები უნდა გაჯანსაღდნენ... ადამიანი, რომელიც გამოდის რაღაცის წინააღმდეგ მიისწრაფის, რომ ეს სტრუქტურები გამოასწოროს, სადაც ხარვეზს ხედავს და არა დააზიანოს და გაანადგუროს.
ჩემთვის ამის მაგალითი სოკრატეს აპოლოგიაა და კარგად მივხვდებით წინააღმდეგობა რა ფუნდამენტზე დგას..
ყველაზე კარგი მაგალითია, რომ აპრილი-მაისის აქციებზე ახლაგაზრდები გამოდიოდნენ და ცეკვა-თამაშით მიჰყავდათ პროტესტი და აღმოჩნდა, რომ დეკემბრის ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, არიან მოძალადეები, თურმე სცოდნიათ ქვის სროლა, სცოდნიათ მოლოტოვების დამზადება და ყოფილან რადიკალურები, არავინ სვამს კითხვას რამ გამოიწვია ეს დაპირისპირებები ან საზოგადოების ნაწილი რამ მიიყვანა დაპირისპირებამდე და რას სჩადიოდა სამართალდამცველებად წოდებულთა უმრავლესობა.
ჩვენ მოვყევით ალყაში და უსასტიკესად გვცემეს, სათვალე გადამალეწეს, ფეხსაცმელების გარეშე მომიწია ასვლა უნივერსიტეტამდე ისე გვცემეს.
ჩვენ გვაქვს დამატებით შეძენილი უფლება, რომელსაც სახელმწიფო არ გვანიჭებს, სიცოცხლის უფლება ჯანმრთელობის უფლება, რაც არ უბოძია სახელმწიფოს ვერ წამართმევს, ამიტომ მე რობოკოპსაც წინააღმდეგობას გავუწევ....თუ მე მსურს გავაჯანსაღო სახელმწიფო და ინსტიტუტები, რომლებიც ძალადობენ, არ შეიძლება მე მათ ძალადობით ვუპასუხო, მე უნდა ვიყო მაგალითი. ამაზე დგას წინააღმდეგობა.. აქციაზე რომ არ გავსულიყავი, სირცხვილის გრძნობა მომკლავდა...მე მაქვს მორალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზვაიდ ცეცხლაძემ.