მასშტაბური მეწყერი გააქტიურდა - ცაგერში 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

24.03.21 16:04
მასშტაბური მეწყერი გააქტიურდა  -  ცაგერში 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე  ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცნობით ადგილზე ძველი მასშტაბური მეწყერია გააქტიურებული.

უწყების ცნობით,  გეოლოგების ჯგუფი ცაგერის მუნიციპალიტეტში იმყოფება და ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე ეცნობა.რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება.  


მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება მოახდინა. ჩამოშლილმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.სააგენტოს გეოლოგებმა ოპერატიულად განახორციელეს პირველადი კვლევები, რის შდეგადაც დადგინდა, რომ ადგილი აქვს ძველი მასშტაბური მეწყრის გააქტიურებას.
მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, რაშიც აქტიურად არის ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემული იქნა შესაბამისი უწყებებისთვის - აღნიშნულია  გარემოს ეროვნულ სააგენტო ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები