"ქართველი მაშასადამე ევროპელი" - დღეს ხალხი ქუჩაში გამოვა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას მოითხოვს
თბილისი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - დღეს ხალხი ქუჩაში გამოვა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას მოითხოვს.
საქართველოს დედაქალაქში დღეს ორი აქცია გაიმართება - ერთი სახელწოდებით - "ქართველი მაშასადამე ევროპელი", რომლის ორგანიზატორი "დაფიონია", სადაც ხალხი 17:00 საათიდან დაიწყებს შეკრებას თსუ-სთან და მსვლელობით ვროკავშირის ოფისისკენ გადაინაცვლებს, ბოლოს კი პარლამენტთან მივლენ.
მეორე აქციის "კი ევროპას - დაიცავი შენი მომავალის" მონაწილეები კი შეკრებას 19:00 საათზე პარლამენტის უკანა ეზოში დაიწყებენ.
"ევროპისკენ სავალი გზა, ჩვენი ნებითაა არჩეული" - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ხალხი ითხოვს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, სინდისის პატიმრების ციხეებიდან გათავისუფლებას და დრაკონულად მიჩნეული კანონების გაუქმებას.
ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ემუქრება - "ოცნებას" ბრიუსელმა ვადა 31 აგვისტომდე მისცა.