მეწყერი მაღალმთიან აჭარაში - ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზები ჩაიკეტა

03.04.21 15:57
მეწყერი მაღალმთიან აჭარაში - ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზები ჩაიკეტა

აჭარაში მოსულმა დიდმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზები ჩაიკეტა. ამ წუთებში აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 35 ერთეული ტექნიკა ადგილზე განწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. 

 ავტოტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით ნაწილობრივ, ხოლო სრულად შეზღუდულია ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულასა და ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზებზე  - აცხადებენ აწარის საავტომობილო დეპარტამენტში.

აჭარის ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით  შემოვლითი გზებით ისარგებლოს.