ბანერი, რომლის ვითომ დაზიანების გამო აქციის მონაწილეებს ემუქრებიან, კალაძეს უკანონოდ აქვს გაკრული - ირაკლი აბესაძე
"ბანერი, რომლის ვითომ დაზიანების გამო აქციის მონაწილეებს სისხლისამართლებრივი დევნით ემუქრებიან, თბილისის მოქმედ მერს, უკანონოდ აქვს გაკრული"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი ვიცე მერი ავრცელებს. ირაკლი აბესაძის თქმით, ბანერების განთავსებაზე ნებართვა გაცემილი არ არის.
როგორც აბესაძე ამბობს, ახლა წესით კალაძის შტაბის წინააღდეგ ადმინსიტრაციული წარმოება მუნიციპალური ინსპექციას უნდა ჰქონდეს დაწყებული და 16 ათას ლარიან ჯარიმას წერდეს.
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 131-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით მსგავსი ბანერის უნებართვოდ განთავსება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმდება 16,000 ლარით და ბანერის, როგორც უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის, დემონტაჟით.
✔️ასე, რომ ახლა შსს-ს ნაცვლად საკითხს უნდა სწავლობდეს კალაძისვე მუნიციპალური ინსპექცია და მოქმედი მერის შტაბს უნდა აჯარიმებდეს 16,000 ლარით კანონის უხეში დარღვევისთვის, თანაც ბანერს უნდა ხსნიდნენ და სანაგვეზეც აგდებდნენ.
❗️ ესაა კანონი.
ჰოდა, თბილისის მერია / Tbilisi City Hall შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia დაიცავით კანონი და აქციის მონაწილეების ნაცვლად კალაძე დააჯარიმეთ"- წერს ირაკლი აბესაძე.