ფარცხალაძის გვარი ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში - რა ჩვენება მისცა დაკავებული წივწივაძის ოჯახის წევრმა

10.09.25 17:23
ფარცხალაძის გვარი ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში - რა ჩვენება მისცა დაკავებული წივწივაძის ოჯახის წევრმა

 

 

ფარცხალაძის გვარი ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში - "პირველებმა" სანდრო წივწივაძის ჩვენების გარდა მოიპოვა მისი ოჯახის წევრის, ბიცოლის ჩვენება, სადაც ქალი ყოფილ გენერალურ პროკურორს ახსენებს და მის არაფორმალურ გავლენებზე საუბრობს.

წივწივაძის ბიცოლა ამბობს, რომ 2020 წელს, ბათუმში საბაჟო პუნქტის გახსნის თხოვნით ოთარ ფარცხალაძე მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ფარცხალაძე მაშინ არანაირ ოფიციალურ თანამდებობაზე აღარ იმყოფებოდა. 

ქალის ჩვენების თანახმად, ფარცხალაძესთან შეხვედრაზე იყო დავით მიქაძეც, რომელსაც წივწივაძის ბიცოლამ მოპარაული იარაღების შესახებ ჰკითხა. 

დავით მიქაძემ ჟესტიკულაციით მანიშნა და მითხრა, არ მენერვიულა, იმიტომ რომ იარაღები ჩვენთან არისო, ოთარ ფარცხალაძე საუბარში არ ჩარეულა, თუმცა ყველაფერი ესმოდა - ამბობს ჩვენებაში წივწივაძის ოჯახის წევრი.

2020 წლის ზაფხულის პერიოდში ბათუმში მე ვაპირებდი საფოსტო ამანათებთან დაკავშირებით საბაჟო ტერმინალის აშენებას და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კოლმეურნეობის მოედანზე ე.წ პირიმზეში მივედი ყოფილ გენერალურ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან ოფისში. ადგილზე ასევე იმყოფებოდა დავით მიქაძე. აღნიშნული საუბრის დროს დავით მიქაძემ მითხრა რომ ხელს არ შეგიშლით მშენებლობის პროცესში. ამის შემდეგ დავით მიქაძეს ვუთხარი რომ ვიყავი სანდრო წივწივაძის ბიცოლა და ვკითხე. თუ სად იყო დაკარგული იარაღები, ასევე დავით მიქაძეს ვუთხარი რომ ეს ინფორმაცია მე მამუკა ჟიჟილაშვილმა მომაწოდა. საუბრის დროს დავით მიქაძემ ჟესტიკულაციით მანიშნა და მითხრა რომ არ მენერვიულა მაგ თემაზე, იმიტომ რომ იარაღები ჩვენთან არისო. ოთარ ფარცხალაძე ამ საუბარში არ ჩარეულა, თუმცა ყველაფერი ესმოდა.  2023 წელს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მამუკა ჟიჟილაშვილმა თავი მოიკლა სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღებიდან და მოგვიანებით გავიგე, რომ მამუკა დიღმელაშვილი დაუკავებიათ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღით", - აცხადებს ჩვენებაში წივწივაძის ბიცოლა. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.