ოპოზიცია გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს

12.09.25 11:37
ოპოზიცია გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს

ოპოზიცია გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტს იწყებს - გორის საკრებულოში პოლიტიკოსები უკვე მივიდნენ.

ისინი დავით რაზმაძესს მოღალატეობრივი განცხადებების გაკეთებაში  ადანაშუალებენ და ამბობნ, რომ ნაომარ ქალაქს არ უნდა ჰყავდეს პრორუსი საკრებულოს თავმჯდომარე.

თავად რაზმაძე კი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური კარიერა დაასრულა და თანამდებობას მხოლოდ 4 ოქტომბრამდე დაიკავებს. 

ვფიქრობ, ბატონ დავითს თვითონ უნდა დაეწერა განცხადება და წასულიყო. აქამდე არ უნდა მიეყვანა სიტუაცია და ვითარება, უბრალოდ, ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენა, ვინც ომის მონაწილეები არიან,- ამბობს საკრებულოს წევრი.

მათივე თქმით, რაზმაძე ცდილობს  საზოგადოებას „მტრის ხატი შეუცვალოს, მაგრამ არ გამოუვა“.

მას ეს არ გამოუვა, რადგან ეს არის ჩემი ქალაქი და ნაომარი ქალაქი და არ მივცემთ უფლებას, რომ ეს პროპაგანდა გააგრძელოს და თქვაა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და რუსები სამშვიდობოები არიან. არა ბატონო დავით, რუსეთი მტერია, თქვენ კი ჩვენი ქვეყნის მოღალატე, მე ამ სიტყვებს, თვალებში ჩაგხედავთ და ისე გეტყვით, -ამბობს გორის საკრებულოს წევრი.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის მიზეზი მის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.