გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა- რაზმაძე თანამდებობაზე რჩება
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. დავით რაზმაძის გადაყენებას საკრებულოს 36 წევრიდან მხოლოდ 10-მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები არ მონაწილეობდნენ.
მანამდე კი ხმაური იყო სხდომაზე - ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დავით რაზმაძეს დაუპირისპირდნენ. დამსწრეების გაღიზიანება რაზმაძის თავის მართლებას მოჰყვა.
“ქართული ოცნების“ წევრი, დღესაც ამტკიცებად, რომ “ნიუ იორკ ტაიმსმა“ მისი ინტერვიუ დაამახინჯა და მას რუსი ოკუპანტებისთვის მშვიდობის მყოფელები არ უწოდებია.
აბსოლუტურად არ ვთვლი ჩემს თავს დამნაშავედ, ერთადერთი ჩემი შეცდომა რაც იყო, მე არ უნდა მიმეცა ინტერვიუ იმ გაზეთისთვის, - განაცხადა დავით რაზმაძემ სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ოპოზიციას მიმართა.
რაზმაძეს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს, თუმცა სხდომის სპიკერმა განაცხადა, რომ რეგლამენტით, მოხსენება არ ითვალისწინებს დებატებს.
შეგახსენებთ, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღი წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.