ვერ შეგვაშინებთ, გაჩერებას არ ვაპირებთ - აქტივისტების პასუხი კობახიძეს

12.09.25 17:32
ვერ შეგვაშინებთ, გაჩერებას არ ვაპირებთ - აქტივისტების პასუხი კობახიძეს

ირაკლი კობახიძე მსგავსი მუქარებით ვერავის შეაშინებს - ასე პასუხობენ სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას სამთავრობო მედიის ეთერში.

ისინი ამბობენ, რომ “ოცნების“ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, გაჩერებას არ აპირებენ და ვერც ჯარიმებით და ვერც მუქარებით მათ ვერ შეაშინებენ.

ადამიანი, რომელიც ამაყობს ევროპაში მიღებული სამართლებრივი განათლებით და რეალურად თვითონვე სცდება საკუთარი დაწერილი კონსტიტუციის ჩარჩოებს, ამავე დროს, სიტყვათა წყობა “ეროვნული ვნობიერებაც“ კი არ ესმის და აშინებს, რეალურად მისგან არცაა გსაკვირი, რომ ვერ ხედავდეს ქართველ ადამიანს, იმ ადამაინებში, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ვდგავართ და კონკრეტული საკითხების მიმართ პროტესტის განცდა გვაქვს. მინდა მივამრთო კობახიძეს და ვუთხრა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ღია ეთერში, მზად ვარ, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე, იდენტობაზე და როდესაც ერთ სივრცეში დავსხდებით, საზოგადოებამ თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს, ვინაა უფრო ეროვნული, ღირსეული და უფრო ქართველი, - ამბობს ბექა ხალიბეგაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჯანჯღავა ამბობს, რომ მას დასაკარგი არაფერი აქვს და კობახიძის საუბარს, სერიოზულადაც ვერ აღიქვამს. 

ყველანაირი მცდელობა გამოიყენა “ოცნებამ“ რომ აქცია დაეშალა, დაეშალა ადამიანები და მათში მუხტი ჩაეკლა, მაგრამ რეალურდ ჩვენ აქამდე მოვედით, მართლა არ გვაქვს არაფერი დასაკარგი, კობახიძე ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი მაიმუნია, რომელიც არის დასმული სადღაც და მაგის ლაპარაკს სერიოზულადაც ვერ აღვიქვამ, რადგან საქმე ეხება ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეს, ეს არის ქვეყნის გადარჩენა - აცხადებს ლაშა ჯანჯღავა.

კობახიძე იმუქრება, რომ უწყვეტ პროტესტს რუსთაველზე დაასრულებს და თან ისე, რომ აღარ განმეორდეს. ეს განცხადება მან სამთავრობო მედიის ეთერში გუშინ გააკეთა.

მისი თქმით, "გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. “

მსგავსი სიახლეები