სტიქია თბილისში - რამდენიმე საათიანმა წვიმამ თბილისის პარალიზება გამოიწვია

14.09.25 12:16
სტიქია თბილისში - რამდენიმე საათიანმა წვიმამ თბილისის პარალიზება გამოიწვია

რამდენიმე საათიანმა წვიმამ დედაქალაქის პარალიზება გამოიწვია. გასული ღამის შემდეგ გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ნუცუბიძის ფერდობზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და იუსტიციის სახლის მიმდებარედ სანაპიროზე.

თბილისში კვლავ იჩინა თავი სანიაღვრე სისტემების პრობლემამ, მათ შორის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზეც.

მოქალაქეები თბილისის მერიას სთხოვენ პასუხს: რატომ იხარჯება ყოველწლიურად მილიონები და რატომ იცვლება წყლის მილები, თუ ყოველი ძლიერი წვიმისას დედაქალაქი პარალიზდება?

მსგავსი სიახლეები