"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების მშობლები და აქტივისტები გაზეთებს დღეს დუშეთში დაარიგებენ
საპყრობილეებიდან ხალხისთვის გამოგზავნილ წერილებს დღეს დუშეთში დაარიგებენ. სინდისის პატირების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ხალხთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
თვეებია პროევროპული აქციების მონაწილეები რეგიონებში დადიან და ხალხს უხსნიან, რისთვის გამოკეტეს ახალგაზრდები ციხეში. ეს, მათი თქმით, პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია.
სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად ნახევარი საქართველო შემოვიარეთ უკვე. ვაგრძელებთ სიარულს, სიმართლის გავრცელებას. მათთან ერთად ჩვენ დღეს ვიმყოფებით დუშეთში და დუშეთის ბაზარსა და ქუჩებში მოქალაქეებს ვაცნობთ სინდისის პატიმრების გაზეთს "თავისუფლების ხმა ციხიდან". დაგეგმილი გვაქვს ასევე დუშეთიდან ანანურში გადასვლა და მოქალაქეებს მივაწვდით სიმართლეს, - ამბობს პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე.