პროკურატურა ხაბეიშვილის ტელეფონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14.09.25 15:37
პროკურატურა ხაბეიშვილის ტელეფონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლევან ხაბეიშვილი ტელეფონის გახსნა ვერ ხერხდება, სიმართლეს არ  შეესაბამება. ამის შესახებ უწყება საგანგებო განცხადებაში წერს.

პროკურატურა წერს, რომ პროკურორის განცხადება არასწორად იქნა ინტერპრირებული. მათი განმარტებით, ბრალდების მხარემ მხოლოდ ის თქვა, რომ „IPhone“-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ  მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ  ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე  განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად „IPhone“-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას. რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გუშინ პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი არ გახსნილა და არც ექსპერტიზა ჩატარებულა. მისი თქმით, შესაძლოა, აპარატის დაცვის სისტემის გამო ტელეფონის გახსნა საერთოდ ვერ მოხდეს. 

მსგავსი სიახლეები