„ხალხის ფულით პროპაგანდისტების რჩენა" - წინასაარჩევნო კონცერტზე სოფო ბედიასა და „ქუჩის ბიჭებს“ 20 000 ლარი გადაუხადეს
ქარელში გამართული წინასაარჩევნო კონცერტისთვის მუსიკოსებს, სოფო ბედიასა და ჯგუფ „ქუჩის ბიჭებს“, ჯამში 20 000 ლარი გადაუხადეს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ერთ კონცერტში ბედიამ 5 102, ხოლო "ქუჩის ბიჭებმა" 15 ათასი ლარი აიღეს.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ქართული ოცნება" მათ მხარდამჭერებს საქართველოს ბიუჯეტიდან თანხას უხდის და ეს მაშინ ხდება, როდესაც კონცერტისთვის მზადების პერიოდი შეზღუდულია, ხოლო სხვა მუსიკოსებს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ აქვთ.
კორუფციის მკვლევარები ასევე ყურდაღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მსგავსი კონცერტები წინასარჩევნო პერიოდში იმართება.
ექსპერტების შეფასებით, ხალხის ფული არამიზნობრვად და პარტიული ინტერესებისთვის იხარჯება.
აღნიშნული მომღერლები გამოყენებული არიან წინასაარჩევნოდ და ეს მომღერლები არიან "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები ანუ მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას". ამ მომრერლების დაფინანსება და ფულის მიცემა, რომ საარჩევნო კამპანიაში "ქართული ოცნების" სასიკეთო საქმეები აკეთონ, ამას აკეთებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ის, რომ მომღერალს ფული გადაუხადო ან მომრერალი ჩაიყვანო კონკრეტლ ღონისძიებაზე, ეს გასაგებია, მაგრამ ის მომღერალი, რომელიც პარტიულ ინტერესებს ემსახურება, ეს საერთოდ ცვლის მიდგომას და ამ შემთხვევაში, ეს ფული არის არამიზნობრივად, არარაციონალურად და კონკრეტული პარტიული ინტერესებისთვის დახარჯული, - ამბობს ბესიკ დონაძე.
შპს "ნიაური და კომპანიას" გენდირექტორი ბადრი ნიაური ფაქტს "ირიბ მოსყიდვად" აფასებს. ამბობს, რომ "ოცნება" კომპანიებს და ადამიანებს ორ ჯგუფად ჰყოფს - თავისიანები და არათავისიანები.
ეს არის მათ შორის ირიბი მოსყიდვა და არამიზნობრივი ხარჯვა. ხელისუფლებას აქვს თავისი გარკვეული სიები და გარკვეული შავი სიები, სადაც ორ ჯგუფად იყოფებიან კომპანიები და ადამიანები - ჩვენიანები და არაჩვენიანები. მათი ანაზღაურება, ფაქტია, რომ ძალიან დიდია და ამ ანაზრაურებით შეიძლებოდა თუნდაც ადგილობრივი ჯუფების წახალისება. ამიოტმ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სხვა სიმღერას არ მოისმენდნენ ქარელის მკვიდრნი და მხოლოდ სოფო ბედიას "იავნანათი" დაჯერდებოდნენ, - ამბობს ბადრი ნიაური.