The Guardian: გიორგი ბაჩიაშვილი მილიარდერი პოლიტიკოსის „ვენდეტის“ მსხვერპლი გახდა

14.09.25 17:51
The Guardian: გიორგი ბაჩიაშვილი მილიარდერი პოლიტიკოსის „ვენდეტის“ მსხვერპლი გახდა

გიორგი ბაჩიაშვილი მილიარდერი პოლიტიკოსის „ვენდეტის“ მსხვერპლი გახდა - ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

სტატიის ავტორმა ინტერვიუ ჩაწერა ბაჩიაშვილის დედასთან, მარინა რამაზაშვილთან. მასალაში აღწერილია, როგორ იყენებს ქართველი ოლიგარქი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სასამართლოს ოპონენტების წინააღმდეგ.

The Guardian-ი ასევე წერს გლდანის ციხეში მომხდარ თავდასხმაზე: 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილს საკუთარ საკანში სასტიკად გაუსწორდნენ. მანამდე მას, როგორც სტატიაშია აღნიშნული, კრიპტოანგარიშების დათმობას აიძულებდნენ.

ინტერვიუში, რომელიც ბაჩიაშვილის დედამ ბრიტანულ გამოცემას აშშ-დან მისცა, ხაზგასმულია, რომ ყოფილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის ოჯახი ახლა უსახლკაროდაა დარჩენილი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მათ ქონება დაუყადაღა და ჩამორთმევას უპირებს.

მსგავსი სიახლეები