"გვატყუებენ" - აფხაზეთიდან დევნილები 13 წელია დაპირებულ საცხოვრებელს ელოდებიან
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაპირებული საცხოვრებელი ამ დრომდე არ მიუღიათ.
სამეგრელოში დროებით თავშესაფრებში მცხოვრები ოჯახები უკვე 13 წელია არჩევნების წინ ბინებით დაკმაყოფილების დაპირებებს ისმენენ, თუმცა რეალურად პირობები არ შეცვლილა.
ამჟამად ისინი სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, სადაც კედლები დაბზარულია და სახურავიდან წყალი ჩადის.
13 წელია არაფერია. ყოველთვის "მოგცემთ, მოგცემთ" ლაპარაკობენ, მაგრამ არაფერი არ არის. ოთახში სითბო არ მაქვს და არაფერი. მატყუილებენ, კი მოგცემთო და არაფერი. ავად გავხდი, სიარული არ შემიძლია და დავრჩი ასე, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.