საიუბილეო თარიღს „ბორჯომი“ ახალი საწარმოთი ხვდება

14.09.25 18:12
საიუბილეო თარიღს „ბორჯომი“ ახალი საწარმოთი ხვდება

საიუბილეო თარიღს „ბორჯომი“ ახალი საწარმოთი ხვდება. ქარხანა ყვიბისში აშენდა და დღეს უკვე საქართველოს ყველაზე დიდ წარმოებად ითვლება.

თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცეში წელიწადში 750 მილიონი ბოთლის ჩამოსხმა შეეძლებათ.

"ბორჯომის“ წარმომადგენლების თქმით, ახალი ქარხანა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გააძლიერებს ბრენდის პოზიციას, არამედ ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი.

მსგავსი სიახლეები