რა კავშირი აქვს გრიგოლ ლილუაშვილს სამხედროებისთვის შეძენილ სამედიცინო აპარატურასთან?

14.09.25 20:21
რა კავშირი აქვს გრიგოლ ლილუაშვილს სამხედროებისთვის შეძენილ სამედიცინო აპარატურასთან?

რა კავშირი აქვს გრიგოლ ლილუაშვილს სამხედროებისთვის შეძენილ სამედიცინო აპარატურასთან?

ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებიდან მეორე დღეს გაირკვა, რომ ის შესყიდვა, რის გამოც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ციხეში აღმოჩნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. იმ პერიოდში სუს-ს გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამიტომ, არ გამორიცხავენ, რომ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიებამ განმარტებები მასაც მოსთხოვოს.

რაც შეეხება თავად ბურჭულაძეს, რუსთავის ციხეში მას ბრალის დამძიმება შესაძლოა, სხვა შესყიდვების გამოც ელოდეს. უკვე დღეს მისი ყოფილი თანამშრომლები საჯაროდ მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ გარემოებები, თუ რატომ დაეთანხმა მინისტრი წლების წინ ისეთი პროდუქტის შესყიდვას, რომელიც, მათივე თქმით, ჯარისთვის უხარისხო იყო - მათ შორის იხსენებენ მატლიანი ხორცის შემთხვევასაც.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები