20 ათას ლარზე მეტი "ოცნების" მხარდამჭერ მომღერლებს - ექსპერტები წინასაარჩევნო პიარკამპანიაზე საუბრობენ

14.09.25 20:37
20 ათას ლარზე მეტი "ოცნების" მხარდამჭერ მომღერლებს - ექსპერტები წინასაარჩევნო პიარკამპანიაზე საუბრობენ

„ქარელის დღის“ კონცერტი ადგილობრივ ბიუჯეტს 20 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

დოკუმენტების მიხედვით, თანხა გადანაწილდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მომღერლებზე: სოფო ბედიამ 5 102 ლარი მიიღო, ხოლო ჯგუფმა „ქუჩის ბიჭებმა“ - 15 000 ლარი.

ექსპერტების თქმით, მმართველ პარტიასთვის დამახასიათებელია შერჩევითი მიდგომა და ეს პრინციპი არც კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისას იცვლება. მათი შეფასებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ მომღერლებს გადაეცემათ, შეიძლება წინასაარჩევნო პიარკამპანიას ემსახურებოდეს და ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვის ნიშნები ატარებდეს.

კორუფციის მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეგიონებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მსგავსი ხარჯები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მიუღებელია.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები