„ოცნების“ მიმართვის საფუძველზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

14.09.25 21:37
„ოცნების“ მიმართვის საფუძველზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება"- წერია შსს-ს განცხადებაში.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო ბანერს "რუსული ოცნება" დააწერა. 

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, იმავე ქმედებისთვის აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

მსგავსი სიახლეები