უარი საერთაშორისო საგუნდო ფესტივალს - გორის ქალთა კამერული გუნდი ორგანიზატორს უპატივცემულობაში ადანაშაულებს

15.09.25 10:41
უარი საერთაშორისო საგუნდო ფესტივალს - გორის ქალთა კამერული გუნდი ორგანიზატორს უპატივცემულობაში ადანაშაულებს

გორის ქალთა კამერული გუნდის უარი საერთაშორისო საგუნდო ფესტივალს - გუნდი ფესტივალის ორგანიზატორს უპატივცემულობაში ადანაშაულებს და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "გამომდინარე, ტყუილებიდან, კოლექტივის მიმართ უპატივცემლობიდან, რომელიც მოქმედებს ფესტივალის ხარისხზე და უკიდურესად დაბლა სწევს მის დონეს, ჩვენ, უარს ვაცხადებთ მონაწილეობის მიღებაზე".

გორის ქალთა კამერული გუნდის გაცნხადებით, ფესტივალის ორგანიზატორს პირადი, ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გუნდის ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას მიმართ.

ირკვევა, რომ ორგანიზატორმა, რომლსის ახელი და გვარი განცხადებაში ნახსენები არ არის, რეპერტუარი ისე გადაანაწილა, რომ შემსრულებლებს არ შეუთანხა. "რაც დარჩა ის იმღერეთ" - ეს პასუხი მიიღეს მუსიკოსებმა.

მოგესალმებით, ჩვენო საყვარელო გულშემატკივრებო! 
გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ გარკვეულ საკითხებს, რასაც ეტყობა  პერიოდულად  შეხსენება სჭირდება ,  როგორც ჩვენი გულშემატკივრისთვის, ასევე მათთვის,  ვისაც გაუგია გორის ქალთა გუნდი. 
ამ სახელის უკან ძალიან დიდი და საამაყო ისტორია იმალება, რომელიც უკვე 55 წელს ითვლის და რომლის დაარსებაც უკავშირდება უნიკალურ მუსიკოსს,  ბატონ შალვა მოსიძეს და ასევე უნკალურ მენეჯერს, ბატონ სანდრო კაჭარავას.
ეს გუნდი დაარსდა 1970 წელს და იყო მუსიკალურ სასწავლებელთან არსებული გორის გოგონათა გუნდი, რომელიც შემდგომ, სულ უბრალო და ლოგიკური მიზეზით, (იგულისხმება გუნდის წევრების ასაკის მატება)  გახდა ქალთა გუნდი. 
გვინდა შევეხოთ გორის ქალთა გუნდის გარშემო მყოფი გენიალური  კომპოზიტორების, ბატონ იოსებ კეჭაყმაძის, ბატონ ჯემალ ბეგლარიშვილისა და ბატონ გოგი ჩლაიძის შემოქმედებას. 
მათი გენიალური ნაწარმოებების უდიდესი უმრავლესობა,  თავის დროზე, გაჟღერდა სწორედ გორის ქალთა გუნდის მიერ და ეს მჭიდრო კავშირი გამოიხატებოდა იმაში, რომ ძალიან ბევრი ნაწარმოები სწორედ გორის ქალთა გუნდისთვის დაიწერა.   აქვე აღვნიშნავთ იოსებ კეჭაყმაძის "ეგზერსისს", რომელიც უშუალოდ რეპეტიციაზე შეიქმნა და შემდეგ  გადავიდა ნოტებზე. გამომდინარე აქედან, უმეტესობა ნაწარმოებებისა გახდა გორის ქალთა გუნდის სავიზიტო ბარათი.  
ახლა გვინდა შევეხოთ გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალს! 
გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაარსდა  გასული საუკუნის 80 -იან წლებში ბატონი სანდრო კაჭარავას მიერ, რომლის დაარსების "მიზეზიც" გორის ქალთა გუნდის წარმატებული არსებობა გახლდათ.
შემდეგ, გავიდა წლები და ამ ფესტივალს  ჰქონდა წყვეტა , გამომდინარე 90 -იანი წლების გაჭირვებული პერიოდიდან. 
დადგა 2016 წელი და ეს ფესტივალი აღდგა , მაგრამ ფესტივალის ახალმა ორგანიზატორმა და დირექტორმა გადაწყვიტა, ამ ფესტივალისთვის დაერქმია  პირველი საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი. ამით გორის მოსახლეობის ძველი თაობა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვდა ბატონი სანდროს მიერ დაარსებული ეს ფესტივალი, ფაქტობრივად თვალებში ნაცარ-შეყრილი იჯდა თეატრის დარბაზში , ხოლო ახალი თაობა ისმენდა აბსოლუტურ ტყუილს, რომ ეს არის პირველი საგუნდო მუსიკის ფესტივალი.   ყველაზე დიდი აბსურდი და "სასაცილო"   კი ის იყო, რომ ბატონი სანდრო დაჯილდოვდა,  როგორც პირველი საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის დამაარსებელი. ძალიან კარგად გვახსოვს ბატონი სანდროს  გაკვირვებული  სიცილნარევი კითხვა- თუ მე დამაჯილდოვეს, ეს 
როგორ გამოდის პირველი საგუნდო მუსიკის ფესტივალი და თუ პირველია, მაშინ მე რატომ დამაჯილდოვესო?  რა თქმა უნდა , აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა იყო, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა.... 🙃
ახლა გვინდა გავაგრძელოთ ამბავი,  უშუალოდ გორის ქალთა გუნდის გამოსვლას რაც მოყვა... 
 ზემოთ მოგახსენეთ, რომ  ამ ფესტივალს ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური ვითარების გამო საკმაოდ დიდი წყვეტა ქონდა. გავიდა დიდი დრო და აქედან გამომდინარე,  გუნდის ხელმძღვანელი უკვე  გახლდათ ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა, რომელმაც ახალი სუნთქვა შთაბერა გუნდს და ელვის სისწრაფით, გუნდი ისევ გახადა ძალიან პოპულარული და წარმატებული. 
გამომდინარე აქედან, გუნდის მიმართ ისევ  არნახული  ინტერესი და ასევე მონატრება გაჩნდა.
გუნდი მოატყუეს , რომ გახსნაზე მხოლოდ თითო ნაწარმოები უნდა შეასრულოთო და როცა კონცერტი დაიწყო, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოში გამოვდიოდით, ვნახეთ , რომ ყველა კოლექტივი 2 ნაწარმოებს ასრულებდა.  ამას ჩვენი წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია. პირიქით, ყველაზე მეტი ტაში ჩვენ გვერგო, მაგრამ ხალხი კითხულობდა , თუ რატომ შევასრულეთ მხოლოდ ერთი ნაწარმოები , როცა ყველამ  შეასრულა ორი.  გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალზე ხალხი  გორის ქალთა გუნდის მოსასმენად უფრო რომ იყო მოსული, ამაში იმედია ეჭვი არ შეგეპარებათ. რას ნიშნავს ყოველივე ეს , დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია. 
ამით არ დამთავრებულა გორის ქალთა გუნდის  მიმართ აგრესია. მოვიდა ჩვენი გამოსვლის დღე, სადაც თითოეული კოლექტივისთვის იყო გამოყოფილი დაახლოებით 15 -20 წუთიანი პროგრამა. რა თქმა უნდა,  ჩვენც შესაბამისად მოვემზადეთ და  გავედით სცენაზე , მაგრამ სცენის დატოვება კი გაგვიჭირდა, რადგან მაყურებელი , (რომელიც თბილისდანაც კი იყო ჩამოსული  სპეციალურად ჩვენს მოსასმენად)  ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს და ფეხების ბრაგუნით და შეძახილებით მოითხოვდნენ კიდევ ერთი ნაწარმოების  შესრულებას.  
ასევე, ფაქტებისთვის უნდა ითქვას , რომ ჩვენს წინ გამოსვლა ქონდათ სტუმრად ჩამოსულებს სომხეთიდან , რომლებმაც რეგლამენტს 2 -ჯერ გადააჭარბეს, არავის რომ არ უთხოვია ისე და თითქმის 40 წუთი ველოდებოდით კულისებში ჩვენს გამოსვლას.
დავუბრუნდეთ ჩვენს ამბავს. 
დამთავრდა კონცერტი ჩვენი გამოსვლით და აღმოჩნდა , რომ ყველა გახარებული და ბედნიერია  ფესტივალის დირექტორის გარდა, რომელმაც შემოუთვალა თეონა ცირამუას , რომ ბოდიში უნდა მოეხადა , ფესტივალის წესების დარღვევისთვის და თუ ბოდიშს არ მოიხდიდა , ეს ქალბატონი დირექტორი არ ჩამოვიდოდა ფესტივალის დახურვაზე.  რა თქმა უნდა, ბოდიში არ მოგვიხდია, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი დაგვიშავებია  გარდა იმისა, რომ ჩვენი გულშემატკივარი,  რომელიც დარბაზში მყოფი აბსოლუტური უმრავლესობა იყო, გავახარეთ და გავაბედნიერეთ. ფესტივალი ხალხისთვის კეთდება და სწორედ ხალხი იყო ბედნიერი იმ დღეს. 
დირექტორის მუქარა, რომ არ ჩამოვიდოდა ფესტივალის დახურვაზე, ესეც ტყუილი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ფესტივალის დახურვაზე უარი განვაცხადეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან შეურაცხყოფილნი ვიყავით.  რა თქმა უნდა,  კულტურის განყოფილება ჩავაყენეთ საქმის კურსში და წავედით სახლებში.  შეგახსენებთ , თვალსა და ხელს შუა გუნდის მიმართ  ინტერესი  ერთი ორად იზრდებოდა და გამომდინარე აქედან,  ფესტივალის დახურვაზეც ზღვა ხალხი მოვიდა ჩვენს მოსასმენად, მაგრამ ჩვენ აღარ ვიყავით.
 ამას ძალიან  დიდი ამბავი მოყვა იმ დღეს და  დირექტორი  საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო.  ფაქტობრივად, სკანდალურად დაასრულა მან  თავისი მოღვაწეობა. 
ამ ამბავს ისევ მოყვა წყვეტა და რამოდენიმე წელი აღარ ჩატარებულა საგუნდო მუსიკის ფესტივალი.  
გავიდა დრო და ისევ აღადგინეს ფესტივალი და ახლა უფრო დიდი მოშურნე ჩვენი გუნდისა  გახდა ფესტივალის "ორგანიზატორი", რომელსაც მითვისებული ქონდა და აქვს ჩვენი პირველი სახელწოდება (გორის გოგონათა გუნდი) და ასევე მიითვისა ჩვენი რეპერტუარი. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს კოლექტივიც  ბატონი სანდრო კაჭარავას დამსახურებით შეიქმნა თავის დროზე და შეიქმნა ჩვენი გუნდის ბაზაზე და მაშინ, სულ სხვა ხელმძღვანელები ყავდა ამ გუნდს. შემდეგ მოხდა რაღაც , რაზეც აქ თავს არ შეგაწყენთ და დაიხატა შემდეგი სურათი- სახელწოდება , რეპერტუარი, ასე, უბრალოდ გადაჰქონდათ და იმეორებდნენ, რაც დღემდე  გრძელდება. 
არსებობს  კოლეგიალობა მუსიკოსებს შორის და არსებობს დაუწერელი კანონები, რომელიც ჩვენ  რომ გვკითხოთ, დაწერილზე უფრო მეტი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ,  როცა შური და ბოღმა გიტევს, ეს წესებიც თავისთავად გავიწყდება. თან, ეტყობა ამ კოლექტივს აწყობს , როცა გამოდის სცენაზე და  ვიღაცას ჩვენ ვგონივართ. 
ბუნებრივია , ყოფილა შემთხვევები, ჩვენც ძალიან მოგვწონებია ბევრი ნაწარმოები სხვა კოლექტივებისა,  მაგრამ  არსებობს, რაღაც, რომ ეს  მისია , მისი ისტორიაა და შენ არ გაქვს უფლება რომ ჩაუხტე და ხელები აფათურო. 
ამას იმიტომ ვყვებით, რომ ახლა შემდეგ ფესტივალზე გესაუბროთ. 
მოგეხსენებათ, ყველაფერს თავისი წესი აქვს. გამომდინარე აქედან,  ეს წესი ეხება ფესტივალის პროგრამის დალაგებასაც, რათა გუნდების მიერ შესრულებული ნაწარმოებები ერთმანეთს არ დაემთხვეს და
სხვა თუ არაფერი, მოსაბეზრებელი არ გახდეს მაყურებლისთვის ერთი და იგივე ნაწარმოებების ყოველ დღე მოსმენა.  "ორგანიზატორმა", რომელიც ჩასაფრებულია ჩვენს პროგრამაზე,   როგორც ჩანს, ჩვენი რეპერტუარი თუ არ შეასრულა, თავის პროგრამას ვერ წარუდგენს მაყურებელს,  შემოიღო ახალი "წესი" და ყოველ დღე იყო ერთი და იგივე რეპერტუარის ტრიალი, ოღონდაც ემღერათ " ლხინი სოფლად" (რომელიც 3 - ჯერ შესრულდა 😃 ) 
"ეგზერსისი",  "მიძღვნა"  და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...  🫣🫠
რაც შეეხება ახლანდელ ფესტივალს, (რომელიც იწყება ამა წლის 23 სექტემბერს),  უკვე დაინაწილეს ჩვენი რეპერტუარიდან ნაწარმოებები და  თან გვეუბნებიან , რაც დარჩა, იქნებ ეგ მაინც იმღეროთო... 😃 
გამომდინარე , ამდენი არალოგიკურობიდან, ტყუილებიდან,  კოლექტივის მიმართ უპატივცემლობიდან, რომელიც მოქმედებს ფესტივალის ხარისხზე და უკიდურესად დაბლა სწევს მის დონეს,  ჩვენ, უარს ვაცხადებთ მონაწილეობის მიღებაზე... ! 
ყველაზე  დასანანი  ის არის , რომ ეს  ყველაფერი ხდება გორში.
და ბოლოს -  რომ არსებობდეს  ლოგიკა და გორის  ქალთა გუნდის ისტორიის პატივისცემა, ყოველ ფესტივალზე ცალკე დღეს უნდა გვითმობდნენ და კონცერტს უნდა გვატარებინებდნენ, რაც ჩვენ არასდროს არ გვეზარება, მაგრამ აქ , ჩვენ ქალაქში ეტყობა წაგლეჯვაზე და დასწრებაზეა ყველაფერი.🙃 ჰოდა, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ! 
პ.ს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის ამ პოსტის ქვეშ რამდენი კომენტარი დაიწერება და რამდენი გააზიარებს, სპეციალურად ვთიშავთ წვდომას კომენტარებზე. 
ჩვენ მხოლოდ  გვაინტერესებს, ხალხმა იცოდეს სიმართლე! 
ბოდიშს ვუხდით ჩვენს გულშემატკივრებს! ", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.