შსს: ამოღებულია 14 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „,მეთადონი“ - დაკავებულია ერთი პირი

15.09.25 10:53
შსს: ამოღებულია 14 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „,მეთადონი“ - დაკავებულია ერთი პირი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი "მეთადონი" ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ც.მ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე,  ბრალდებულის მიერ, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „,მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები