საინფორმაციო ომი დეზინფორმაციის წინააღმდეგ - სამოქალაქო საზოგადოება "ოცნების" პროპაგანდას კამპანიით უპირისპირდება
საინფორმაციო ომი დეზინფორმაციის წინააღმდეგ - სამოქალაქო საზოგადოება "ოცნების" პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურ მუშაობას იწყებს. გიორგი ახობაძის ინიციატივას რამდენიმე საათში ასობით ადამიანი გამოეხმაურა.
პატიმრობიდან გათავისუფლებული პატიმარი საზოგადოებას სახალხო საინფორმაციო ქსელის შექმნას სთავაზობს. მის ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
კამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მათ შორის "ქართული ოცნების" დეზინფორმაციის მხილებას სოციალურ ქსელში.
ინსპირაცია იყო მარია რესას წიგნში წაკითხული კონკრეტული თავი, იქ არის გამოკვლეული მეცნიერულ დონეზე, როგორ მუშაობს ტროლების ფაბრიკები. მიზანი არის ის, რომ დავუპირისპირდეთ პროპაგანდას, მანიპულაციურ მესიჯებს და გამრუდებულ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებაში ავცრელებს და ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს და ცდილობს იმგვარად მართოს, რომ ეს ძალაუფლება და კრიმინალური რეჟიმი შეინარჩუნოს", - აცხადებს გიორგი ახობაძე.