"რევოლუცია", "აჯანყდი", "თავისუფლება ხაბეს" - ქუჩები საპროტესტო წარწერებით აჭრელდა (ფოტოები)
"რევოლუცია", "აჯანყდი", "თავისუფლება ხაბეს" - ამ შინაარსის საპროტესტო წარწერებით გადაივსო გუშინ ღამით თბილისის, რუსთავის და მარნეულის ქუჩები.
უცნობი ადამიანები წარწერებში მშვიდობიანი დამხობის თარიღად 4 ოქტომბერს უთითებენ და ხალხს ქუჩაში აგმოსვლისკენ მოუწოდებენ.
ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიამ დოლიძე აქვეყნებს.
მსგავსი წარწერები გუშინ ბათუმი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზეც გაკეთდა.