გელა ხასაია: ელენეს დამკავებლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მეგი დიასამიძე აიყვანეს
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გელა ხასაია ელენე ხოშტარიას დამკავებლების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც მეგი დიასამიძე დააკავეს.
ხასაიას ინფორმაციით, ფოტოზე აღბეჭდილია სწორედ ის პოლიციელი, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ მეგი დიასამიძისთვის ხელბორკილები წინ არ გადმოეტანათ, როგორც არ უნდა მოეთხოვა.
ეს დამკავებლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მეგი დიასამიძე აიყვანეს.
ზუსტად იგივე პოლიციელებმა დააკავეს ელენე ხოშტარიაც.
ამ ვაჟბატონმა გასცა ბრძანება, რომ თუ მეგი მოითხოვდა ბორკილების წინ გადმოტანას, პოლიციელებს ეს არ შეესრულებინათ. საათების განმავლობაში მეგის ბორკილები უჭერდა, თუმცა პოლიციელები ამ ბიჭის ბრძანებას ასრულებდნენ,- წერს ხასაია.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული.
- შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.