"ბრძოლა ბოლომდე" - ხოშტარია ვერის პოლიციის განყოფილებიდან ზაჰესის იზოლატორში გადაჰყავთ

15.09.25 16:30
"ბრძოლა ბოლომდე" - ხოშტარია ვერის პოლიციის განყოფილებიდან ზაჰესის იზოლატორში გადაჰყავთ

"ბრძოლა ბოლომდე" - ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ვერის განყოფილებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს, სანამ საპოლიციო მანქანაში ჩასვამდნენ.

დაკავებული კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ამ წუთებში ვერის პოლიციის განყოფილებიდან ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.

მუხლი, რომლითაც ელენე ხოშტარია დააკავეს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-მ კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ოპოზიციონერ ლიდერის მიმართ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები