კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა- სამადაშვილი
კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, - ასე ეხმაურება ელენე ხოშტარიას დაკავებას კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის, რომ კალაძის პლაკატის დაზიანებისთვის, უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს, “აჩვენებს იმას, რომ ამ რეჟიმს აქვს ამოწურული ყველანაირი რესურსი“.
ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი და კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რადგან დაუსჯელები რჩებიან კალაძის შტაბის ეს მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერივნენ, რამდენიმე დღის წინ და კალაძის რაღაც ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის, უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამ რეჟიმს აქვს ამოწურული ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს, ისინი არიან შეშინებულები და დამფრთხალები - განაცხადა სამადაშვილმა.