ალბი კორძაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

15.09.25 18:36
ალბი კორძაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

აქტივისტმა ალბი კორძაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა. ის ადმინისტრაციული წესით, პოლიციის შეურაცხყოფის მუხლით, 2 სექტემბერს დააკავეს.

5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა ალბი კორძაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კორძაიას ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე სამჯერ ჰქონდა შეფარდებული.

წყარო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები