"გიორგიზე ზეწოლა გრძელდება" - გიორგი ბაჩიაშვილის დედა
"გიორგიზე ზეწოლა გრძელდება" - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან.
შემდეგი ჩვენი ეტაპი არის სტრასბურგი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო. გიორგი არის ივანიშვილის პირადი ტყვე და პირადი პატიმარი. კი, კი [ამზადებენ უკვე სარჩელს ადვოკატები], აუცილებლად, ჩვენი ამოცანა ეს არის.
როგორც კი გამოვიდა The Guardian-ის სტატია, იმ დღეს დააყადაღეს ჩემი ქონება, ეს თანხვედრა იყო. არ ვიცი The Guardian-ის გამო დამიყადაღეს ქონება, თუ ადრე იყო ეს განსაზღვრული მე ეს არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ საქმე ის არის, რომ რა წამსაც გავიგე ქონების დაყადაღების ამბავი, მე ამერიკაში ვარ და დროში ცდომა არის, გვიან გავიგე, მაშინვე დამიკავშირდა The Guardian-ის კორესპონდენტი და მეორე დღესვე დაწერეს საპასუხო სტატია...
გიორგიზე საოცარი ზეწოლა გრძელდება იმიტომ, რომ მე მგონი, ერთადერთი პატიმარია საქართველოში, რომელსაც არ აქვს მშობლებთან და ახლობლებთან დარეკვის უფლება, მოწერის უფლება, ნახვის უფლება," - განაცხადა მარინა რამაზაშვილმა.