ზვიად რატიანი ვერდიქტის მოლოდინშია - საქალაქოში დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება

16.09.25 10:18
ზვიად რატიანი ვერდიქტის მოლოდინშია - საქალაქოში დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება

პოეტი ზვიად რატიანი ვერდიქტის მოლოდინშია - მისი დასკვნითი სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე, გაიმართება.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს - პოეტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად რატიანი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი სიახლეები