20 წლის იუბილე რეჟიმის ტყვეობაში - ირაკლი მიმინოშვილს დაბადების დღე გლდანის ციხესთან მიულოცეს
20 წლის იუბილე რეჟიმის ტყვეობაში - დღეს სინდისის პატიმრის ირაკლი მიმინოშვილის დაბადების დღეა.
მიმინოშვილს დაბადების დღე გლდანის ციხესთან გუშინ გვიან ღამით - ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა მიულოცეს.
2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ მიმინოშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა ირაკლი მიმინოშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას.