ე. წ. პირბადეები საქმეზე GCRT - ის დირექტორი, ლელა ცისკარიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

16.09.25 13:21
ე. წ. პირბადეები საქმეზე GCRT - ის დირექტორი, ლელა ცისკარიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

ე. წ. პირბადეები საქმეზე,  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე,  საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) დირექტორი,  ლელა ცისკარიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში 19:00 სთ-ზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით ყადაღა დაადო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. მოგვიანებით უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

მსგავსი სიახლეები