"კადიროვის ხალხი საქართველოში ხშირად ჩამოდის, რადგან საქართველო ახლა რუსეთში კრემლის სოფლად ითვლება" - კუროპტევი

16.09.25 18:34
"კადიროვის ხალხი საქართველოში ხშირად ჩამოდის, რადგან საქართველო ახლა რუსეთში კრემლის სოფლად ითვლება" - კუროპტევი

"კადიროვის ხალხი  საქართველოში ხშირად ჩამოდის, რადგან საქართველო ახლა რუსეთში კრემლის სოფლად ითვლება" - ამის შესახებ "პირელებთან" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორმა, იგორ კუროპტევმა განაცხადა და თბილისში პუტინისტი და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი სპორტსმენის, ხამზატ ჩიმაევის ჩამოსვლას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა პრობლემა ისაა, რომ "არ ადარდებთ მათი შემოსვლა. ისინი დაკავებულები არიან ქუჩებში დემონსტრანტებთან ბრძოლით".

კადიროვის ხალხი  საქართველოში ხშირად ჩამოდის, რადგან საქართველო ახლა რუსეთში კრემლის სოფლად ითვლება და  ყველაფერს აკეთებს, რაც კრემლს სურს, არა მხოლოდ კადიროვის მეგობრების ვიზიტების ჩათვლით, არამედ სრულიად უდანაშაულო რუსების პოლიტიკური აქტივიზმის გამო დაპატიმრებით, როგორც ეს მოხდა უდანაშაულო ჩეჩინის შემთხვევაში. კადიროვს შესაძლოა კონკრეტული ბიზნესინტერესი ჰქონდეს. უსაფრთხოების სამსახურმა იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, პრობლემა ისაა, რომ არ ადარდებთ მათი შემოსვლა. ისინი დაკავებულები არიან ქუჩებში დემონსტრანტებთან ბრძოლით," - განაცხადა იგორ კუროპტევმა. 

ასევე იხილეთ:

მსგავსი სიახლეები