ვინ არიან მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდამსხმელები და ვისი დავალებით მოქმედებდნენ?
პირი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მომიტინგეებს იარაღით ემუქრებოდა, 16 წლის მოზარდია. იგი პოლიციამ გუშინ ღამით აიყვანა მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ადგილზე შეაკავეს, განაიარაღეს და სამართალდამცველებს გადასცეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდს, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღი ჰქონდა, რომლის ტარების უფლება არ გააჩნდა.
დაპირისპირება დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსულ მარშს შავებში ჩაცმული პირები დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლევან ჯობავა ერთ-ერთია, ვინც შეიარაღებული პირის გაანეიტრალა, იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა. ახლა ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ელოდება.
ინციდენტის დროს იარაღიანი მოზარდი მარტო არ ყოფილა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯგუფში ექვსი პირი შედიოდა. აქციის მონაწილეებმა მათგან რამდენიმე ამოიცნეს; მათ შორის - დაჩი ყიფიანი, რომელიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, თუმცა არც დაკითხვაზე დაუბარებიათ და არც დაუკავებიათ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.