როგორ განმარტავს სუს-ი ხაბეიშვილისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის აკრძალვას? - დადგენილება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.
დადგენილებაში მხოლოდ ერთი არგუმენტი წერია - სუს-ის გამარტებით, ლევან ხაბეიშვილი სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას შეეცდება.
მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება," - წერია დადგენილებაში.
დადგენილებას ხელს აწერს გამომძიებელი შაქრო ხარშილაძე.
ასევე იხილეთ: