ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ადვოკატის მიმართ სავარაუდო მუქარის საქმეზე დავით მიქაძისთვის ბრალი არ წაუყენებიათ
ადვოკატის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის საქმეზე დავით მიქაძისთვის ბრალი არ წაუყენებიათ - ეს ინფორმაცია "პირველებს" მიქაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა დაუდასტურა.
- გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი იყო, ამტკიცებს, რომ მას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით მიქაძემ ჯერ შენიღბული დაცვის წევრი, ლაშა მაისურაძე მიუგზვანა, შემდეგ კი ტელეფონზე თავად ესაუბრა და მკვლელობით დაუმუქრა.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულის უფლებადამცველი მიქაძის წინააღდმეგ ბრალდებას უარყოფს, ამტკიცებს, რომ არანაირი კომუნიკაცია ადვოკატ გიორგი ბარდაველიძესთან არ ჰქონია.
არავინ დამკავშირებია და ამ ეტაპზე არაფერი რამე ეგეთი არ აქვთ წარდგენილი. თუ აპირებენ არც ეგ ვიცი. არც ის ვიცი, რა ჩვენებები მისცა და ა.შ.
მიქაძესთან მქონდა თუ არა კონტაქტი ეგ ერთი საკითხია, მაგრამ ნამდვილად ვიცი ზუსტად, რომ რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია",- აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.
აღნიშნულ საკითხზე დღეს "პრიველებთან" კომენტარი გააკეთა ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმაც - ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ადვოკატებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის რეალური ფიგურანტები დადგენილ არ იქნეს.
დაუშვებელია ადვოკატის მიმართ მუქარა, ბინძური მეთოდებით ადვოკატსი დისკრედიტაციის მცდელობას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მოახდინონ ადვოკატის განეიტრალება, რომ ადვოკატმა ვეღარ შეძლოს თავისი საქმის გაკეთება. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემს მიმართაც ჰქონდა ადგილი სხვადასხვა ბინძური მეთოდებით ჩემს დისკრედიტაციის მცდელობას, თუმცა, ეს ყველაფერი ჩემზე არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენს არასდროს, პირიქით, ბევრად უფრო მეტი შემართებით გავაკეთებ ჩემს საქმეს", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა