"მეუფე სტეფანე ორღობის დედაკაცივით ჭორაობს, მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო - მეუფე პეტრე

24.03.21 19:08
"მეუფე სტეფანე ორღობის დედაკაცივით ჭორაობს, მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო - მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე ცაავა  ჭყონდიდის ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს და სასულიერო პირის სკანდალურ ბრალდებას "ტვ. პირველთან" პასუხობს. 

"მეუფე სტეფანეს სახით სინოდს ახალი კლოუნი ყავს"- ამბობს პეტრე ცაავა და იქვე აღნიშნავს, რომ მზად არის დნმ-ის ანალიზი ჩაიტაროს. 

მისი თქმით, მეუფე სტეფანე "ორღობის დედაკაცივით ჭორაობს".  პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოუწოდებს,  მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოს.

მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს"- დასძინა მან. 

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილ  დიაკვნებთან სალაპარაკოდ ჩასული მეუფე სტეფანე ბალდის ღვთსიმშობლის მონასტრიდან გამოაგდეს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.  ტერიტორია მეუფე  სტეფანემ  თანმხლებ მღვდლებთან ერთად კრიმინალური პოლიციის დახმარებით დატოვა.

სასულიერო პირების თქმით,  მეუფე სტეფანესთან  დაპირისპირების მიზეზი მისივე სიტყვები გახდა.

დიაკვნების თქმით, მეუფე სტეფანე ამბობდა, რომ მეუფე პეტრეს შვილი გერმანიაში ჰყავს გადამალული. 

 

მსგავსი სიახლეები