საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფრომაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, სოფელი მამიშლარი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 14 კილომეტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 11:51 საათზე დაფიქსირდა.