მემინგენის აეროპორტში 55 წლის ქართველი კაცი დააკავეს
მემინგენის აეროპორტში 55 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მემინგენის აეროპორტის პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში ცუდად მოიქცა, ეკიპაჟის მითითებებს არ დაემორჩილა, შედეგად პილოტმა ის აფრენის წინ ბორტიდან ჩამოსვა. 55 წლის კაცი პოლიციის თანამშრომლებმა თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, მან ტერმინალის დატოვებაზე უარი თქვა და სხვა მგზავრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მედიის ცნობით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ის პოლიციის თანამშრომლებს ფეხს ურტყამდა და აფურთხებდა.
55 წლის კაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით აღიძრა. მან 2 000 ევროს ოდენობის გირაოს ნებაყოფლობით გადახდაზე და მომსახურების აგენტის დანიშვნაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას თან რამდენიმე ათასი ევრო ნაღდი ფული ჰქონდა.
საქართველოს მოქალაქე, ორშაბათს, რაიონული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის წინაშე წარდგა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.