სად მიდიოდა შავი ფული? - კითხვები საუკუნის აფერის საქმეში
ლარი ისევ უფასურდება - ფულის გათეთრების სკანდალის შემდეგ ეროვნულ ვალუტას დოლართან და ევროსთან მიმართებით ფასი 2 თეთრით დაეცა. რა ახდენს ლარის კურსის ცვლილებას? ეკონომისტების ვარაუდით, ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მოახლოებული არჩევნებია.
ფულის გათეთრების სკანდალურ საქმეზე მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია - სად გადიოდა ე.წ. შავი ფული ბრუნვაში ჩაშვების შემდეგ? თაღლითურ სქემაში ჩართულები, სავალუტო ჯიხურიდან ფულს ბანკებში ათეთრებდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ქონებას იძენდნენ ან თანხას სხვა პირებს გადასცემდნენ? – ამ მასშტაბის ფულის გათეთრების სქემის შემდგენა და სისრულეში მოყვანა მაღალჩინოსნებთან გარიგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
სად გადიოდა ეს ფული? რა ნაწილი რჩებოდა ქვეყანაში და რა მიდიოდა ქვეყნის გარეთ? - საბაჟო დეპარტამენტის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოდან ბოლო წლებში გაიზარდა დოლარის, ევროს და რუსული რუბლის გადინება - მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 6-ჯერ გაიზარდა დოლარის გატანა - მაგალითად თბილისის აეროპორტიდან 2020 წელს 188 მილიონი დოლარის უცხური ვალუტა გაიტანეს, 2023 წელს კი 1,9 მილიარდი დოლარის - ამ დროს კი უცნობია, ვის გაჰქონდა ეს ფული და რომელ ქვეყანაში.
აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი 2020 წლიდან დაკეტილია , ნებადართულია მხოლოდ სატრანზიტო მანქანებისთვის, ტრაილერების შემოწმება კი საქართველოს საზღვარზე უნდა მომხდარიყო - ვისი დავალებით ხუჭავდნენ თვალს მებაჟეები და ვინ მფარველობდა ფულის უკონტროლოდ დიდი რაოდნეობით შემოტანას, ეს კითხვები ისევ ღიად რჩება.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.