შალვა ბედოიძის გვარი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში და დაუსწრებლად, უკვე მეორედ პატიმრობაში გაშვებული დავით მიქაძე

18.09.25 21:08
შალვა ბედოიძის გვარი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში და დაუსწრებლად, უკვე მეორედ პატიმრობაში გაშვებული დავით მიქაძე

მუქარით ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დავით მიქაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. მთაწმინდის საძმოს წევრი, რომელიც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ორგანიზებაშიც ბრალდებულია - წინასწარ პატიმრობაში ფორმალურად უკვე მეორეჯერ გაუშვეს, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მართმსაჯულებას თავს არიდებს.

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა დავით მიქაძის მეგობარსაც, რომელიც ჯანგველაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს მოტყუებით შეხვდა და ე.წ დაცული ტელეფონით მიმალვაში მყოფი მიქაძე, მუქარის მიზნით დაალაპარაკა.

ლაშა მაისურაძე დღეს განსასჯელის სკამიდან ამტკიცებდა რომ მუქარის ადრესატი შეეშალათ და უცხოეთიდან ზარი, გიორგი ბარდაველიძის ნაცვლად სხვისთვის იყო. მაისურაძე ვერ უარყოფს რომ კავშირზე გახმაურებული მკვლელობის საქმის ფიგურანტი ჰყავდა - თუმცა ამტკციებს რომ თავად ადვოკატზე ზეწოლა არც უფიქრია.

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე კი გამოძიება ოცნების ექს მაღალჩინოსნებზე გასვლას ა რჩქარობს. არსებობს პირდაპირი ჩვენებები, რაც ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვის საფუძველს ქმნის თუმცა, გამოძიების დაწყებიდან 7 თვის თავზეც ყოფილი გენ პროკურორის ჩვენებით პროკურატურა არ დაინტერესებულა.

მოკლული ბიზნესმენის ოჯახი მოითხოვს, გამოკითხონ გომელაურის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძეც. ადვოკატს აქვს ეჭვი რომ სწორედ ბედოიძე იყო ის მაღალჩინოსანი, ვინც ლევან ჯანგველაძის მკვლელობამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე ქილერს ხელი დააფარა და თბილისის ცენტრში სროლის ფაქტი ჩაფარცხა.

ასდვოკატი ტარიელ კაკაბაძეს ვარაუდობს, რომ გელა უძილაური სხვა შეკვეთილი მკვლელობების შემსრულებელიც იყო. არსებული ინფორმაციით ის ლევან კაჭარავას საქმეშიც ფიგურირებს, თუმცა გავლენიანი გარემოცვის გამო უძლაურს სახელმწიფო უწყებების მხრიდან წლების განმავლობაში ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონდა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები