იყენებს თუ არა “ოცნება“ სანქცირების თავიდან ასარიდებლად ბიზნესის წარმომადგენლებს? - რას ამბობს ეკა გიგაური
იყენებს თუ არა “ოცნება“ ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ხელი შუეშალონ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დასანქცირების პროცესს - ეკა გიგაური ამბობს, რომ მას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქვს ინფორმაცია, რომ ისინი “იყენებენ დიდი ბიზნესებს, რომლებიც “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებენ.“
ჩვენთვის ცნობილი გახდა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ დიპლომატიური გზებით მმართველი გუნდი ვერ ახერხებს ურთიერთობის დამყარებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, ისინი იყენებენ დიდ ბიზნესებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებენ. პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ თუ რამე პრობლემა შეექმნება ბიძინა ივანიშვილს, ეს შეიძლება პრობლემური იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამბობს გიგაური.
ჟურნალისტის კითხვაზე- გახდება თუ არ ცნობილი ამ ბიზნესმენების სახელები და გვარები, ეკა გიგაური პასუხობს:
„ალბათ რაღაც დროს ყველა გაიგებს ამ ბიზნესმენები გვარებს.“