ადვოკატის ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი, რომელიც თავს აქციის მონაწილეებს დაესხა, იზოლატორიდან გაათავისუფლეს

19.09.25 11:37
ადვოკატის ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი, რომელიც თავს აქციის მონაწილეებს დაესხა, იზოლატორიდან გაათავისუფლეს

16 წლის შეიარაღებული პირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილეეებს დაუპირისპირდა, იზოლატორიდან გაუშვეს - ინფორმაციას უფლაბადამცველები "ტვ პირველს" აწვდიან.

მარიამ ჯიქია ამბობს, რომ დაკავებულს იზოლატორში 48 საათიც კი არ გაუტარებია. 

ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, ეს პირი არც 48 საათის განმავლობაში ყოფილა დაკავებული - გაუშვეს. ბრალდების მხარეს არც აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა შეუტანია"- აღნიშნავს ის. 

განახლება:  შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნამდვილად გაათავისუფლეს პირი, ვინც ბესიკის ქუჩაზე აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების დროს იარაღი ამოიღო. 

„იარაღი, რომელიც მას ჰქონდა, ექსპერტიზის თანახმად, არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი და ამის საფუძველზე გათავისუფლდა". - აცხადებს უწყება.

საქმეზე გამოკითხულია ლევან ჯობავა, ახალგაზრდა, რომელმაც აგრესიული მოზარდი თავად გადასცა პოლიციას.

ლევან ჯობავა "პირველებთან" ამბობს, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას დაუსვეს იმგვარი კითხვები, თითქოს ის თავად იყო "მოძალადე". აქტივისტი მომხდარსაც იხსენებს და ამბობს, რომ თავიდან პოლიცია შეეცადა, ისე გამოეყვანა, თითქოს იარაღი მისი იყო. 

შემთხვევისთანავე ეტყობოდა პოლიციას განწყობა და მთელი ის პერიოდი, რაც მე იქ, შიგნით ვყავდი გაჩერებული. ეგრევე დაიწყეს ყვირილი ჩემი მისამართით, რომ "იარაღი საიდან გაქვს, ბიჭო?!". როგორც კი დაინახეს, რომ იქ კამერები იყო, მერე უკვე წავიდა, რომ "კაი, რა გმოგივიდა, "შარიკებს" ისვრის და ა.შ.

გუშინდელ გამოკითხვაზე კიდევ, რაღაცნაირად, ისე მიდიოდა გამოკითხვა და ისეთ დეტალებზე იყო ჩაკითხვა, თითქოს მე ვიყავი მოძალადე, მე ვიყავი დანაშაულის მაპროვოცირებელი და ამის ირგვლივ ყველაზე მეტი კითხვა იყო გამომძიებლების მხრიდან, "შენ ხომ არ იგიყენებია შეურაცხყოფა სიტყვიერი, შენ ხომ არ დაგირტყამს", - ამბობს ჯობავა. 

აქციის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა 15 სექტემბერს მაშინ მოხდა, როცა ტრადიციულად საზმაუს მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მიემართებოდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ დაპირისპირების მომენტში ერთ-ერთმა მოზარდმა იარაღის დემონსტრირება დაიწყო და ფაქტრობრივად, ხალხს ემუქრებოდა.