ლევანს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არ შეიძლება ციხეში იყოს- არქიმანდრიტი ხაბეიშვილთან შევიდა
პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად საპყრობილეში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი შევა. სასულიერო პირს სურს, რომ ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერი პირადად მოინახულოს და გაამხნევოს.
როგორც არქიმანდრიტი „პრიველებს“ ეუბნება, ლევანმა მიმართა თხოვნით, ზიარების მიღებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მან საპარტიარქოს მიმართა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილს ეკლესიის და სახელმწიფოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს და არ შეიძლება ამის გამო ციხეში იყოს.
ლევან ხაბეიშვილი არის ჩემი აღმსარებელი, მრევლი, მთხოვა, რომ მეზიარებინა, აქედან გამომდიანრე, მივამრთე საპატრიარქოს, მათ ყველაფერი დადებითად გადაწყვიტეს, აქახც რომ მოვედი, ამ ხალხმა, ამ ციხის ადმინისტრაციამ დადებითად გადაწყვიტა, მადლობა მათ. შევდივარ იმისთვის, რომ ვაზიარო, ჩემი სათქმელი არ სჭრდება ლევანს. უბრალოდ გავამხნევებ ადამიანს, რომელიც ტყვეობაშია. ლევანს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ეკლესიურ და სახელმწიფო კანონდებლობას ეწინააღმდეგება, ის ამბობს მხოლოდ თავის უფლებებზე და ხალხის უფლებებზე, ამიტომ, ამის გამო, არ შეიძლება ლევანი ციხეში იყო და მითუმეტეს, რომ ზიარება აეკრძალოს. რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს, იმაში ვერ ჩავერევით, სიტყვით თუ ვეტყვი, მაგრამ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს. მას ეკლესიურად არანაირი დანაშაული არ მიუძღვის და ჩვენ ვალდებულები ვართ ვაზიაროთ ადამიანი, რომელიც განსაცდელშია, - ამბობს დოროთე ყურაშვილი.
სასულიერო პირს უკვირს, რატო გახდა 4 ოქტომბერი საშიში, როცა მაქამდეც ბევრი აქციები იყო დაანონსებული.
4 ოქტომბერი რატო გახდა საშიში, ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ამის უფლება აქვს პოლიტიკოსებს და არ არის პირველი. პირველი რომ ყოფილიყო ცოტა დავეჭვდებოდი, რომ რაღაც დააშვეს. როცა დემოკრატია არ მუშაობს, მაშინ ხდება ის, რასაც ლევანი ამბობს, მე იმედი მაქვს მთავრობის მხრიდანაც, ხალხის მხრიდანაც, რომ სისხლი არ დაიღვრება. ამას არ დაუშვებს არც ერი და არც მთავრობა, მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დასაშვები და მისაღებია, ამას ვეუბნები ხალხსაც და მთავრობასაც, რომ სისხლი არ უნდა დაღვარონ. ხალხი არ აპირებს და მთავრობისგან იყო რამდენიმეჯერ, რაც დიდი შეცდომაა და არ უნდა გაიმეორონ,- განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.