Buena Vista All Stars - კუბური მუსიკის ლეგენდები თბილისში - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი
28 სექტემბერს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თბილისი კუბური მუსიკის ლეგენდებს – Buena Vista All Stars Factory Tbilisi-ში მასპინძლობს. თუ გსურთ, იმოგზაუროთ კუბის მცხუნვარე რითმებში და დაესწროთ ღონისძიებას, ბილეთები TKT.ge-ზე უნდა შეიძინოთ.
SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ღონისძიებების ბილეთის შეძენას ექსკლუზიური, 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
ღონისძიების ფარგლებში, ლეგენდარული Buena Vista Social Club-ის წევრები – ბარბარიტო ტორესი, დემეტრიო მუნიზი და მანუელ მაჩადო – 11-წევრიან კუბურ ორკესტრთან ერთად წარსდგებიან მსმენელის წინაშე. სტუმრები მოისმენენ საყვარელ ჰიტებს: "Chan Chan", "Dos Gardenias", "El Cuarto De Tula" და მრავალ სხვას. „ეს იქნება ნამდვილი კუბური კლასიკის საღამო, განსაკუთრებული მუსიკალური და ვიზუალური გაფორმებით“, - გვპირდებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
რაც შეეხება ღონისძების დღის წესრიგს, ის ასეთი გახლავთ:
- 20:00 - The Doors Open
- 21:00 Dini Virsaladze Quartet
- 22:00 Buena Vista All Stars
- 23:30 closing act
NS