ეკა ბესელია ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს - “დაჟინებით ითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი“
ეკა ბესელია ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. როგორც ბესელია ამბობს, პენიტენციურმა ძლიან არარეალური მიზეზით, ჯვრის ტარების გამო, დაპატიმრებულ პოლიტიკოსთან შესხვლაზე უარი უთხრა.
როგორც ის ამბობს, მას არასდროს ჰქონია მსგავსი პრობლემა, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბესელია ხაბეიშვილის საქმეზეც საუბრობს და ამბობს, რომ არ ახსენდება პრაქტიკაში, პოლიტიკოსი საჯარო განცხადების გამო, საპყრობილეში გამოეკეტათ.
დღეს, როდესაც რამდენიმე პატიმარი უნდა მომნახულებინა, მათივე თხოვნით, ვერ შევედი მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებით ითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი, ყოველთვის შევდიოდი კვრით, ამას ზოგჯერ ოქმით ადგენენ, ყოფილა შემთხვევა, ოპქმიც არ შედგენილა, თუმცა ოქმის შედგენა ნორმალურია. დაწესებულების დირექტორს ვერ ვუკავშირდები, ვერავინ ელაპარაკებ, ურეკავს. მე მგონია, არ უნდათ, რომ დღეს შევიდე და პატიმრები მოვინახულო. მე არ ვაპირებ დავემორჩილო წესებს, რომელიც არის შეურაცხმყოფელიც და კანონსაწინააღმდეგოც, ამიტომ, პირველ რიგში ბატონ სალიას მივმართავ; კეთილი ინებოს და მის დაქვემდებარებაში მყოფ პენიტენციურ სისტემას აუხსნას კანონსი განმარტება, ეს არის ხელის შეშლა საადვოკატო საქმიანობაში. პროკურორები და გამომძიებლები რომ შემოვლენ, იგივე მოთხოვნას ალბათ არ წაუყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვაპირებ ამაზე რეაგირება მოვახდინო, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ ლევან ხაბეიშვილის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების „ახალი სტანდარტია“, როდესაც საჯარო განცხადების საფუძველზე აკავებენ ადამიანს.
ჩემს პრაქტიკაში ათასობით საქმე მქონია და პოლიტიკოსის საჯარო განცხადება, რომელიც ამომრჩევლისკენ არის მიმართული ან მისი პოლიტიკური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია, არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც ამის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყოს ამ კვალიფიკაციით. ეს რაღაც ახალი სტანდარტია. იმდენი ახალი განმარტება ვნახეთ კანონის არასწორი, თუნდაც ბანერზე წარწერის გაკეთება რაც ელენე ხოშტარიას და მეგის შემთხვევაში მოხდა, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს შეიძლება უკან დაუბრუნდეთ“,-განაცხადა ბესელიამ.
ამ წუთებში ლევან ხაბეიშვილთან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი იმყოფება.