გიორგი კანდელაკი ციხეში "ოცნების" დეპუტატის ჩვენებით გაუშვეს - რა წერია საქმის დოკუმენტებში და რას ამბობს მსოფლიო ჩემპიონი

19.09.25 20:20
გიორგი კანდელაკი ციხეში "ოცნების" დეპუტატის ჩვენებით გაუშვეს - რა წერია საქმის დოკუმენტებში და რას ამბობს მსოფლიო ჩემპიონი

უაქციზო ალკოჰოლისა და სიგარეტის წარმოება–რეალიზაციის საქმე უკვე 11 ტომად არის თავმოყრილი. ჩხრეკის ოქმები, მოწმეების ჩვენებები და მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მიმოწერები - ეს არის მთავარი მტკიცებულებები ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეში, რომლის მასალებსაც „პირველები“ ფლობს.

საქმის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი „შავი ბიზნესის“ მთავარ მოკავშირედ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბორია გოგიჩაიშვილმა დაასახელა. გამოძიების მასალების მიხედვით, გორში მოქმედ არალიცენზირებულ ქარხანაში რუსული კომპანიის დაკვეთით კუსტარულად ჩამოასხეს სასმელები - შოტლანდიური ვისკიდან დაწყებული და რუსული არაყით დასრულებული, რომელიც რუსეთისთვის მილიონობით ლარის სანაცვლოდ უნდა გაეტანათ.

თუმცა, გოგიჩაიშვილის ჩვენების მიხედვით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა. სწორედ ამ ეტაპზე ფიგურანტად ჩნდება კიდევ ერთი ახალი სახე - ყოფილი სპორტსმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად მოიხსენიება.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.