„ოცნების" სამართალი - იარაღიანი ტიტუშკა გაათავისუფლეს, ჯობავას საქმეს ძალადობის მუხლით იძიებენ
„ქართული ოცნების“ სამართლის ახალი მასშტაბი: იარაღიანი არასრულწლოვანი გათავისუფლებულია, ხოლო მისი განმაიარაღებელი შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს.
არასრულწლოვანს, რომელიც აქციის დროს მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა, იზოლატორში 48 საათიც არ გაუტარებია და უკვე გათავისუფლებულია.
საქმე, სავარაუდოდ, იმ პირის წინააღმდეგ ტრიალდება, ვინც შეიარაღებული მოზარდი განაიარაღა და პოლიციას გადასცა. ლევან ჯობავა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. მისი თქმით, დასმულმა კითხვებმა შთაბეჭდილება დატოვა, რომ შესაძლოა მოძალადის ნაცვლად თავად აღმოჩნდეს ბრალდებული.
გამოძიება ძალადობის მუხლითაც არის დაწყებული და არ არის გამორიცხული, რომ საქმეში ჯობავა ოფიციალურად მოძალადის სტატუსით გამოცხადდეს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.