“მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს
112 მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებაზე აფრთხილებს.
გაფრთხილება სააგენტომ სატელეფონო შეტყობინებებით დააგზავნა.
"მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - ვკითხულობთ 112-ის შეტყობინებაში.
გარემოს სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.